Home ბლოგი ლაგოდეხში IUCN-ის დაცული ტერიტორიების მსოფლიო კომისიის WCPA საზედამხედველო კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს

ლაგოდეხში IUCN-ის დაცული ტერიტორიების მსოფლიო კომისიის WCPA საზედამხედველო კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს

ლაგოდეხში IUCN-ის დაცული ტერიტორიების მსოფლიო კომისიის WCPA საზედამხედველო კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს.

ერთკვირიან შეხვედრაში 30 მდე საერთაშორისო ექსპერტი და კომისიის წევრი მონაწილეობს.

ღონისძიების გახსნაზე დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ხახიშვილმა, სტუმრებს საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემა და მართვის გამოცდილება გააცნო.

შეხვედრის ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ საქართველოში დაცული ტერიტორიების მართვის პრაქტიკას და განვითარების გეგმებს.

განსაკუთრებული ყურადღება ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებს ეთმობა. 1912 წელს დაარსებული ლაგოდეხი საქართველოს უძველესი დაცული ტერიტორიაა, ევროპის დიპლომის კანდიდატი და IUCN-ის მწვანე სიაში ჩართვის კანდიდატია.

ორგანიზატორების თქმით, საერთაშორისო შეხვედრა ხელს უწყობს საქართველოს დაცული ტერიტორიების გამოცდილების გაზიარებასა და მათი საერთაშორისო ცნობადობის გაზრდას.