ღვინის ეროვნული სააგენტოს ბოლო ინფორმაციით, კახეთში გადამუშავებული 304 882 ტონა ყურძნიდან 303 071 მაღალი და საშუალო ხარისხისაა.
მოსავლის 95,5% მაღალი და საშუალო ხარისხისაა, 0,5% უხარისხო და მკვახე.
სააგენტოს ცნობით, კახეთში მოსავალი 18 400-მა მევენახემ დააბინავა.

