„თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, არჩილ თხლაშიძის ინიციატივა ქალაქ თელავში, ერეკლე ll-ის მოედანზე მდებარე სკვერისთვის მედეა მეზვრიშვილის სახელის მინიჭების შესახებ.
მედეა მეზვრიშვილი სხვადასხვა წლებში მუშაობდა ხელმძღვანელ პოზიციებზე. მის სახელს უკავშირდება მრავალი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება. ასევე, თელავში, მეფე ერკელე ll-ის ძეგლის განთავსება.
აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით, დაინტერესებულ პირთათვის დამატებითი ინფორმაცია უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება“, — წერს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
მედეა მეზვრიშვილი საბჭოთა კავშირში რაიკომის მდივნობიდან მოყოლებული, სხვადასხვა დროს სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა.
ის იყო თელავის რაიონის გამგებელი და კახეთის მხარის გუბერნატორი უკვე დამოუკიდებელ საქართველოში.







