ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 65 წლის ქვეითად მოსიარულე ქალი დაიღუპა.
შემთხვევა დღეს დილით, სოფლის ცენტრალურ გზაზე მოხდა.
გამოცემას “მთავარი ამბები კახეთიდან”, ადგილობრივებმა უთხრეს, რომ ქალი სამსახურში გადაადგილდებოდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
მიღებული მძიმე დაზიანებების შედეგად, ის ადგილზე დაიღუპა.
გარდაცვლილი ქსელური სუპერმარკეტ „გვირილას“ თანამშრომელია.
ცხედარი გურჯაანში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები და სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადა







