Home ბლოგი ყაჩაღობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში

ყაჩაღობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში

ყაჩაღობა მოხდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში – შეიარაღებული მამაკაცი მაღაზია „ორ ნაბიჯში“ შეიჭრა.

ადგილობრივების ინფორმაციით, თავდამსხმელი, რომელიც სოფელ კოლაგის მკვიდრია, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით, თანამშრომლებისგან ფულს ითხოვდა.

მაღაზიაში მყოფმა პირებმა შემთხვევის შესახებ პოლიციას შეატყობინეს. კაცმა ობიექტიდან თანხის წაღება ვერ შეძლო, თუმცა, სიგარეტისა და სხვა პროდუქციის გატანა მოახერხა.

ის პოლიციამ მომხდარიდან მალევე დააკავა.

როგორც გამოცემას „მთავარი ამბები კახეთიდან“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, ყაჩაღობისა და 236-ე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.