ქალაქ გურჯაანში საცხოვრებელი კორპუსების ფასადების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
პროექტის მიხედვით გურამიშვილისა და სანაპიროს ქუჩებზე რეაბილიტაცია 17 საცხოვრებელ კორპუსს ჩაუტარდება.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 824 999 ლარით ფინანსდება.
მიმდინარე პროცესს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი მაჭავარიანი და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, გიორგი კუპრაშვილი გაეცნენ.














