Home ბლოგი უკრაინაში თელაველი ექიმი დააჯილდოვეს

უკრაინაში თელაველი ექიმი დააჯილდოვეს

თელაველი სამხედრო ექიმი, ქეთი ლეშკაშელი, უკრაინაში სამედიცინო სფეროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვნაი – წმინდა პანტელეიმონის ორდენით დააჯილდოვეს

ის ექიმებს უმაღლესი პროფესიონალიზმის, თავდადებისა და სამედიცინო ფრონტზე გამოჩენილი გმირობისთვის გადაეცემათ.

“- ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ წმინდა პანტელეიმონის ორდენის საერთაშორისო ჯილდო მივიღე, რომელსაც ხშირად „მედიცინის ოსკარს“ უწოდებენ.

ეს მაღალი აღიარება გადმომეცა ნომინაციაში “უკრაინელი ხალხის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის“.

ჩემთვის ეს არის არა მხოლოდ დიდი პატივი, არამედ უდიდესი პასუხისმგებლობა. მადლიერი ვარ, რომ ჩემი საქმიანობა, მხარდაჭერა და წვლილი უკრაინის გვერდით ყოფნაში ასე დაფასდა…

გულითად მადლობას ვუხდი წმინდა პანტელეიმონის ორდენის საპატიო საბჭოს ამ მაღალი შეფასებისა და ნდობისთვის”, – წერს ექიმი, ქეთი ლეშკაშელი.