Home ბლოგი კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, პლატონ კალმახელიძემ მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე რეგიონის მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობა და პროექტების გეგმა – გრაფიკის შესაბამისად განხორციელების ვადები განიხილეს.

ყურადღება გამახვილდა სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით არსებულ საკითხებზე, ასევე, საუბარი შეეხო აქტიური ტურისტული სეზონის მიმდინარეობასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებებს.

შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.