თელავში მცხოვრები თაზო ბაღათრიშვილი მოქალაქეებს მიმართავს და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული მოხალისეების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
მისი ინფორმაციით, თელავში, კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან, ყოველდღიურად ჩადიან მოხალისეები, რომლებიც მძიმე ფიზიკურ შრომაში მონაწილეობენ და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს ასრულებენ.
„თუ სურვილი გაქვთ, ყოველდღიურად 11:00-დან 12:00 საათამდე ვაგროვებთ მოხალისეებისთვის სასმელ წყალს, მშრალ საკვებს, ხილსა და სხვა ადვილად გადასატან პროდუქტებს. ყველას, ვისაც სურვილი გაქვთ, თუნდაც მცირე წვლილი შეიტანოთ ამ საქმეში, გთხოვთ, დახმარება თელავის სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ მოიტანოთ. ერთად გავამხნევოთ და მადლობა გადავუხადოთ ჩვენი ქალაქის სტუმრებს, რომლებიც დღეს უანგაროდ შრომობენ თელავისთვის,“ – წერს თაზო ბაღათრიშვილი.







