Home ბლოგი თელავში გაწმენდითიი სამუშაოები გრძელდება

თელავში გაწმენდითიი სამუშაოები გრძელდება

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, პლატონ კალმახელიძე და თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ვაჟა მაღრაძე მდინარე თელავისხევის კალაპოტის გაწმენდით სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

კალაპოტის 14 კმ-იანი მონაკვეთის გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

თელავში, 12 ივლისის სტიქიის დროს, მდინარე თელავისხევის კალაპოტი ნატანი მასალისგან ჩაიხერგა, კალაპოტიდან გადმოსულმა წყალმა მიმდებარე ტერიტორიაზე სასოფლო – სამეურნეო სავარგულები დატბორა.

მდინარის კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოების პარალელურად გრუნტით ნაპირსამაგრი გაბიონების მოწყობაც მიმდინარეობს.