Home ბლოგი თელავის მუნიციპალიტეტში ერეკლე მეორის მოედანზე მდებარე სკვერს მედეა მეზვრიშვილის სახელი შესაძლოა მიენიჭოს

თელავის მუნიციპალიტეტში ერეკლე მეორის მოედანზე მდებარე სკვერს მედეა მეზვრიშვილის სახელი შესაძლოა მიენიჭოს

„თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, არჩილ თხლაშიძის ინიციატივა ქალაქ თელავში, ერეკლე ll-ის მოედანზე მდებარე სკვერისთვის მედეა მეზვრიშვილის სახელის მინიჭების შესახებ.

მედეა მეზვრიშვილი სხვადასხვა წლებში მუშაობდა ხელმძღვანელ პოზიციებზე. მის სახელს უკავშირდება მრავალი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება. ასევე, თელავში, მეფე ერკელე ll-ის ძეგლის განთავსება.

აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით, დაინტერესებულ პირთათვის დამატებითი ინფორმაცია უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება“, — წერს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

🔴 მედეა მეზვრიშვილი საბჭოთა კავშირში რაიკომის მდივნობიდან მოყოლებული, სხვადასხვა დროს სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა.

ის იყო თელავის რაიონის გამგებელი და კახეთის მხარის გუბერნატორი უკვე დამოუკიდებელ საქართველოში.