Home ბლოგი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში VI საუკუნის ქვითკირით ნაშენი საწნახელი და მარანი აღმოაჩინეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში VI საუკუნის ქვითკირით ნაშენი საწნახელი და მარანი აღმოაჩინეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში, სამების სახელობის ბაზილიკის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, VI საუკუნის ქვითკირით ნაშენი საწნახელი და მარანი აღმოაჩინეს.

აღმოჩენა ადრეულ შუა საუკუნეებში რეგიონში მევენახეობა-მეღვინეობის კულტურის განვითარების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა.

ისტორიკოს თამაზ მარკოზაშვილის ინფორმაციით, საწნახელი და მარანი 2024-2025 წლებში, ბაზილიკის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს გამოვლინდა.

ნაგებობები ტაძრის თანადროულია და VI საუკუნით თარიღდება. საწნახელს ბაზილიკის სამხრეთ ფასადიდან ორი მეტრის დაშორებით, მიწის სქელი ფენის აღების შემდეგ მიაკვლიეს.

მარკოზაშვილის შეფასებით, ეს კახეთის რეგიონში ერთ-ერთი უძველესი ქვითკირის საწნახელია, რომელიც ადასტურებს, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში მევენახეობა-მეღვინეობის კულტურა ჯერ კიდევ ადრეულ შუა საუკუნეებში მაღალ დონეზე იყო განვითარებული.