ბლოგიდღის ამბები

მე მინდა თელავზე მოგიყვეთ

თამარ კისისხელაშვილის ბლოგი

კონკურსი ბლოგერებისთვის, „ჩემი 7 მიზეზი, რატომ მიყვარს კახეთი“ !

მე მინდა თელავზე მოგიყვეთ..
ქალაქზე,რომელის არსებობაც მრავალ საუკუნეებს ითვლის.
ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან თელავის მიდამოები ხალხით იყო დასახლებული..დუღდა ცხოვრება..
განვითარებული იყო რკინის მოპოვება,აღებ-მიცემობა,რამაც მომავალში საფუძველი დაუდო თელავის,როგორც სავაჭრო,საქარავნე გზაზე მდებარე ქალაქის განვითარებას..ასევე საფუძველი ჩაუყარა უძველესი აბრეშუმის გზის განვითარებას აღმოსავლეთ საქართველოში..

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თელავის მუნიციპალიტეტი ცნობილია თავისი ნაყოფიერი მიწებით,სადაც ოდითგანვე გაშენებული იყო ვენახი..
სოფელი ვარდისუბნის თიხის ოსტატები კი საკუთარი ქვევრებითა და თიხის ჭურჭლით ამარაგებდნენ მოსახლეობას…
დღესაც გრძელდება ეს უძველესი ტრადიცია ამ სოფელში.მრავალი ცნობილი მექვევრე გვყავს,რომელთა ნახელავიც არა მარტო საქართველოს მასშტაბით,არამედ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გადის გასაყიდად..ბ-ნ ზაზა კბილაშვილის ნახელავ ქვევრებზე უდიდესმა სატელევიზიო არხმა ბბს იმ ფილმიც კი გადაიღო,დაილოცოს მისი მარჯვენა.
ადამიანის ,რომელმაც გააგრძელა და შემოინახა მამაპაპური ტრადიციები..
მაშ ასე თელავი,ანუ თელადა როგორც მე II -ე საუკუნის დასაწყისში ამ მხარეში მოგზაური კლავდიუს პტოლემეოსი მოიხსენიებს,გაშენებულია 7 ბორცვზე.
მსურს თვითოეული ბორცვის შესახებ მოგიყვეთ და ასე გადმოგცეთ ჩემი სიყვარული თელავის შესახებ.

1.ზუზუმბოს ბორცვი.
არქეოლოგიური გათხრების შედეგად,ამ ბორცვზე მოპოვებული მასალებით მტკიცდება,რომ სწორედ აქ ჩაეყარა მოსახლეობის გავრცელების არეალს საფუძველი.
ზუზუმბოს ბორცვზე აღმოჩენილი მონაპოვარი მოგვითხრობს იმ დროინდელი მოსახლეობის განვითარების მაღალ საფეხურზე. აქ მაცხოვრებელი თელაველები მისდევდნენ ბრინჯაოს დამუშავებას,მათ მიერ დამზადებული საგნები ფართედ იყო ცნობილი..
თელავის მუზეუმის არქეოლიგიურ განყოფილებაში ინახება ბრინჯაოს საოცარი რგოლები,რომელთა დანიშნულებაც მაშინდელი ქალბატონების მორთვა მოკაზმა იყო…
ასეთები გახლავართ თელაველი ქალები,ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში ვიცოდით თავის მოწონება..მამაკაცები თავისი დამზადებული სამკაულებით გვანებივრებდნენ..)
არ შეიძლება არ იამაყო ასეთი ფაქტებით, არ შეიძლება არ შეგიყვარდეს თელავი…

2.ყადორის ბორცვი და კვირიკე დიდის ციხე დარბაზის ნაშთებით.
ადგილი,რომელიც კახეთის დიდების მომსწრეა,მისი ასაკი მე- X საუკუნიდან ითვლება..
აქ,კახეთის უდიდესმა მმართველმა,ქორ-ეპისკოპოსმა კვირიკე III ააშენა კახეთის სამეფოს დედაქალაქის დამამშვენებელი სასახლე და კარის ეკლესია,რომელიც ახლა ხალხში გორიჯვრის ეკლესიითაა ცნობილი..
ლეგენდის თანახმად წმინდანი ქალწულის დიდი ძალისხმევით მაშინდელ საქართველოში სამი ჯვარი აღიმართა – მცხეთაში, თხოთის მთაზე და უჯარმაში. ამ ჯვრების მონარჩენი ნაჭრებიდან კი შეიქმნა გორიჯვრის ჯვარი მე–IV საუკუნის პირველ ნახევარში.
ეს ქალაქ გორში არსებული ეკლესიის ლეგენდაზე მოგვითხრობს,ხოლო კვირიკეს სასახლის ეზოში ამავე სახელწოდებით აღმართული ტაძარი კი გორის ეკლესიის მუხლს,განტოტებას უნდა წარმოადგენდეს…ასე სჯეროდათ ჩვენს წინაპრებს!
კვირიკეს ბორცვზე საოცარი ენერგეტიკაა,აქ ყოფნისას ადამიანებს თვალწინ უდგებათ კახეთის სამეფოს სიძლიერე,მისი მმართველთა სიბრძნე. აქ შეიგრძნობ,თუ რაოდენ დიდი და დიადი ყოფილა საქართველო.
სიამაყით და სიყვარულით გევსება გული, სითბოდჩაღვრილი ატირებული თვალებით გადასცქერი კვირიკეს ნასასახლარის სიმაღლიდან ულამაზეს ალაზნის ველს,
კავკასიონის ამაყ ქედებს, ქუდად,რომ გადაუფარებია უფალშემოქმედს კახეთისათვის უსჯულო მტერთაგან დასაცავად!
უყურებ ამ სილამაზეს და გული სიამაყით გევსება,როგორ შეიძლება არ გიყვარდეს კახეთი..

3.ღვთაების ბორცვი.

თელავის ცენტრში აღმართული მე -VI საუკუნის ღვთაების ტაძარი ამაყად იწონებს თავს.
ხოლო მის გარშემო ბურჯები კი ყორჩიბაშვილ- რუსიშვილების სამფობელოს კუთვნილებაა.. ციხის ბურჯები დღემდე ზვიადად იცავენ ღვთაების ბორცვზე აღმართულ ტაძარს და თელავის სიდიადეზე გვიყვებიან..

4.ბატონის ციხე.
მე- XVII საუკუნის დასასრულს მეფე არჩილს გრემიდან დედაქალაქი თელავში გადმოუტანია..მასვე აუშენებია პირველი სასახლე და შემოუზღუდავს ციხეთი,ხოლო შიდა ტერიტორიაზე კარის ეკლესია აუშენებია.ისტორია გრძელდება კახთა უსაყვარლესი მეფის- ერაკლე II- ის ზეობის ჟამს..ერეკლეს ძალიან უყვარდა თელავი…აქ გაატარა მეფემ საუკეთესო წლები,თელავიდან დარაზმული მიდიოდა იგი სართველოს ტერიტოროების გასანთავისუფლებლად.გაათავისუფლა კიდეც..ქართლ-კახეთი გაამშვენიერა და გააძლიერა..
აქ ,საყვარელი სასახლის კედლებში დალია მხცოვანმა მეფემ სული,აღა მახმად ხანის მიერ გადამწვარი საქართველოს ტანჯვით გულდალეულემა…

5.ვახვახიშვილების ბორცვი.
თელაველებისათვის უსაყვარლესი ადგილის – მხცოვანი 900 წლიანი ჭადრის გვერდით იდგა თავად ვახვახიშვილების ციხე.
აქ,ამ ადგილას ხატავდა ელენე ახვლედიანი კახეთის სილამაზეს,
ჩაფიქრებული..ამიტომაც ხშირად ამ ადგილს ფიქრის გორადაც მოიხსენიებენ…

6.ნადიკვრის ბორცვი.
ეს ადგილი თელავის თვალისჩინია,რომელიც თითქმის საუკუნეა ემსახურება,მადლიან ვენახებში შრომით დაღლილ კახელს..
ნადიკვრის პარკის ტეტიტორია ვახვახიშვილების საკუთრება ყოფილა..ხოლო მისი სახელწოდება დიკას ჯიშის ხორბლიდან მოდის..აქ თესავდნენ თურმე და მოჰყავდათ *დიკა*.
კომუნისტური პერიოდის დროს,ეს ადგილი ნაირნაირი ყვავილებით დაუმშვენებიათ და დასასვენებლ ადგილად უქცევიათ..

7.გიგოს გორა.
ეს ადგილიც თავად ვახვახიშვილების საკუთრება იყი..მათი ბოლო შთამომავლის გიგო ვახვახიშვილის სახელობისაა,თუმცა ამ გორას თავადთა სახელის მეტი არაფერი შემორჩენია.
კომუნისტური წყობის დროს 30 იან წლებში დაწყებული რეპრესიების შედეგად აქ ხვრეტავდნენ თელავის წარჩინებული საზოგადოების შთამომავლებს.
გლეხებს ბრძანება მისცეს დაეხვრიტათ ყველა თელაველი თავადი.
ამ ადგილის შესახებ სიყვარულით თუ არა,სიამაყით შეიძლება ვისაუბროთ, სადაც დაიმარხა ძველი ქართული, დიდებული გენი და გონი..სადაც საბოლოო მზის სხივით განათებული უნიჭიერესი ადამიანების გოდვა ისმოდა!
და მაინც ეს ბორცვი თელაველთა სიამაყე და სიყვარულია ,რადგანაც შეუძლებელია სითბოთი და სიყვარულოთ არ მოიხსენიო ის ადამიანები,რომელბსაც ერთ დროს თელავის სიყვარულით უძგერდათ გული!

აი,ასეთია ჩემი კახეთის თელავი!
აი,ასეთია ჩემი სიყვარული შვდინაირი,შვიდფერადი და მრავალსაუკუნოვანი თელავის მიმართ!
ამ, შვიდი ისტორიული თელავის დიდება დღემდე გრძელდება..
ჩვენი ქალაქი,ხომ კახეთის გულია!
*ვისაც უნდა, სასწაული იხილოს, მან სავსე მთვარიან ღამეს
თელავიდან აღოსავლეთით ალაზნის ველს უნდა გადახედოს.*
ბლოგერი : თამარ კისისხელაშვილი

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close