Home ბლოგი ნიუ-იორკში 29 წლის ქართველი ემიგრანტი გიორგი ფაჩუაშვილი გარდაიცვალა

ნიუ-იორკში 29 წლის ქართველი ემიგრანტი გიორგი ფაჩუაშვილი გარდაიცვალა

ნიუ-იორკში 29 წლის ქართველი ემიგრანტი, გიორგი ფაჩუაშვილი გარდაიცვალა.

მისი ახლობლების ინფორმაციით, ფაჩუაშვილის ცხედარს სამშობლოში ხვალ, 12 სექტემბერს ჩამოასვენებენ.

ახალგაზრდა კაცის გარდაცვალებას ეხმაურება ნიუ-იორკში წმინდა ნინოს ქართული ეკლესიის მოძღვარი, მამა ალექსანდრე, რომელიც მის დედას უსამძიმრებს.

გარდაცვალების მიზეზად, წინასწარი ინფორმაციით, გულის შეტევა სახელდება.