Home ბლოგი 600 მეტი თავდასხმა კრიტიკულ მედიაზე

600 მეტი თავდასხმა კრიტიკულ მედიაზე

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო : დამოუკიდებელი მედიისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ორი წლის განმავლობაში 600-ზე მეტი დარღვევა აღირიცხა.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან, „ქართული ოცნების“ მიერ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველოში დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის წარმომადგენლები დევნის, დაშინების, ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმების, დაკავებისა და ფინანსური წნეხის პირობებში მუშაობენ.

მათი ინფორმაციით, უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში ჟურნალისტებისა და კრიტიკული მედიის მიმართ ძალადობის, მუქარის, შევიწროებისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის შემთხვევებიდან 200 მიმდინარე წელს დაფიქსირდა.

ანგარიშში ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს სასამართლო და სამართალდამცველი სისტემის, პარლამენტისა და კომუნიკაციების კომისიის გამოყენებაზე კრიტიკული მედიის წინააღმდეგ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ შეფასებით, ჟურნალისტების წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო დავები, დაკავებები, ჯარიმები, საპარლამენტო აკრედიტაციის შეჩერება და მაუწყებლების სანქცირება დამოუკიდებელი მედიის მუშაობას მნიშვნელოვნად ართულებს.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ ჟურნალისტების წინააღმდეგ არსებული ზეწოლის მიუხედავად, დამოუკიდებელი მედია საზოგადოების ინფორმირებას განაგრძობს და სოლიდარობას უცხადებს ხელისუფლების მხრიდან თავდასხმისა თუ შევიწროების მსხვერპლ ჟურნალისტებს