Home ბლოგი მუნიციპალური განვითარების ფონდმა ყვარლის სახალხო თეატრის რეაბილიტაციის პროექტირების მიზნით კონკურსი გამოაცხადა

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ყვარლის სახალხო თეატრის რეაბილიტაციის პროექტირების მიზნით კონკურსი გამოაცხადა

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ყვარლის სახალხო თეატრის რეაბილიტაციის პროექტირების მიზნით კონკურსი გამოაცხადა.

ყვარლის თეატრის შენობა გასული საუკუნის 60-70 იან წლებშია აშენებული და საბჭოთა პერიოდის საზოგადოებრივი არქიტექტურის ერთ-ერთ ნიმუშს წარმოადგენს.

ფონდის ინფორმაციით, პროექტის მიზანია შენობის არქიტექტურულ-მხატვრული ღირებულებების შენარჩუნება, მისი სრულყოფილი რეაბილიტაცია და თანამედროვე, მრავალფუნქციურ კულტურულ ცენტრად გარდაქმნა.

საპროექტო დავალების ფარგლებში მომზადდება შენობის რეაბილიტაცია-ადაპტაციის სრული პროექტი და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა.

დაგეგმილია სივრცეების ოპტიმიზაცია, მრავალფუნქციური საკონცერტო დარბაზის, სასწავლო-საგანმანათლებლო სივრცეების, ფოლკლორული, ქორეოგრაფიული და საესტრადო ანსამბლებისთვის განკუთვნილი ოთახების, ასევე საგამოფენო სივრცის მოწყობა.

რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, თეატრი თანამედროვე ინფრასტრუქტურის მქონე კულტურულ ცენტრად ჩამოყალიბდება, – ნათქვამია ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.