Home ბლოგი მარნეულში მზის სისტემის პანელების დამონტაჟებისას დაღუპული მამაკაცის ვინაობა ცნობილია

მარნეულში მზის სისტემის პანელების დამონტაჟებისას დაღუპული მამაკაცის ვინაობა ცნობილია

მარნეულში, მზის სისტემის პანელების დამონტაჟებისას დაღუპული მამაკაცი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის მკვიდრი, 41 წლის ვალერი ზავრაშვილია.

არსებული ინფორმაციით, კაცი კიბეზე ადიოდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და სიმაღლიდან ჩამოვარდა. ის შემთხვევის ადგილზე დაიღუპა.

ზავრაშვილს მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.