მაია კოხტაშვილის გირაოს თანხა შეგროვდა, ოჯახი მხარდამჭერებს მადლობას უხდის
ახმეტაში დაკავებული ექიმის, მაია კოხტაშვილის გირაოსთვის საჭირო თანხა უკვე შეგროვდა.
ამის შესახებ ექიმის შვილი სოციალურ ქსელში წერს და მოქალაქეებს დამატებითი თანხის ჩარიცხვისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.
კოხტაშვილი დღეს თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, მარინე ცერცვაძემ 50 ათასი ლარის საპატიმრო გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
მას საზღვრის კვეთა აეკრძალა. შემდეგი სასამართლო სხდომა 3 ნოემბერს გაიმართება.
პროკურატურა მაია კოხტაშვილს ფსიქოტროპული მედიკამენტის, გაბაპენტინის, ყალბი რეცეპტების სამჯერ დამზადება-გაცემას ედავება. ბრალდების მხარის ინფორმაციით, რეცეპტებით ჯამში 70 კაფსულა გაიცა.
„თანხა აგროვდა!!! აღარ ჩარიცხოთ.უუზარმაზარი მადლობა“,- წერს მაია კოხტაშვილის შვილი.














