Home ბლოგი ზემო და ქვემო ალვანში სასაფლაოების დასუფთავების შესახებ მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ

ზემო და ქვემო ალვანში სასაფლაოების დასუფთავების შესახებ მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო და ქვემო ალვანში სასაფლაოების მოვლა-დასუფთავების საკითხზე ადგილობრივი მცხოვრები სოციალურ ქსელში წერს

მისი თქმით, მოსახლეობამ არაერთხელ მიმართა სოფლის ხელმძღვანელ პირებს, ახალი სასაფლაოს ტერიტორიიდან სამშენებლო ნარჩენების გატანის თხოვნით, თუმცა საკითხი ერთი წლის განმავლობაში არ მოგვარდა.

საბოლოოდ, ტერიტორიის დასუფთავებისთვის კერძო პირი დაიქირავეს და სამუშაოში 150 ლარი გადაიხადეს.

მოქალაქე მადლობას უხდის ინიციატორს, რომელმაც დასუფთავების საკითხზე პოსტი გაავრცელა და აღნიშნავს, რომ მსგავსი საკითხების მოგვარებაში ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობა მნიშვნელოვანია.

ასევე ვრცელდება მოწოდება მოსახლეობის მიმართ, რომ თავადაც გაუფრთხილდნენ სასაფლაოს ტერიტორიას და არ დაყარონ ნარჩენები, დაჭკნარი ყვავილები და სხვა ნაგავი აღნიშნულ ტერიტორიებზე