გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი მაჭავარიანი, ახაშენსა და ვაზისუბანში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
პროგრამის ფარგლებში, სოფელ ახაშენში ეწყობა და რეაბილიტაცია უტარდება სანიაღვრე არხს, ხოლო სოფელ ვაზისუბანში, კულტურის სახლის მიმდებარედ, სკვერის რეაბილიტაციის ფარგლებში ტერიტორიის შემომსაზღვრელი კედელი შენდება.
მიმდინარე წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტებისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 520 000 ლარი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან 182 000 ლარია გამოყოფილი.
პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჯამში 33 პროექტი განხორციელდება.













