გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი სოფელ კოლაგის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე ადგილობრივებმა მერთან ერთად იმსჯელეს განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე.
ყურადღება გამახვილდა სოფელში არსებულ საჭიროებებსა და მათი მოგვარების გზებზე. აგრეთვე, საუბარი შეეხო მოახლოებულ რთველთან დაკავშირებულ საკითხებს.
მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება.













