ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი შალვა თადუმაძის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“- როგორც იქნა დაემშვიდობა ადგილს შალვა თადუმაძე! რა ბედნიერი დილა გამითენდა. კაცი, რომელიც თანამდებობაზე იყო და პარალელურად საადვოკატო ბიუროში წილი ჰქონდა, მისი ადვოკატი მეუღლე კი ძირითადი პარტნიორი ჰყავდა და ჰყავს.
შსს აწარმოებდა გამოძიებას კონკრეტული ბრალდებულის საქმეზე მაგალითად, მიმართავდნენ მის საადვოკატო ბიუროში მის მეუღლეს დასაცავად და დასკვნა თქვენთვის მომინდვია რა სამართალს იპოვიდა ის საქმე…ჰონორარი? მეტი, ვიდრე 20 და 30 000 აშშ დოლარი.
ჩვენს უკარგეს მინისტრს – სულხან თამაზაშვილს, არ შეეშლებოდა თუ ვინ უნდა ჰყოლოდა გვერდით და ვინ იყო თანამდებობისთვის შესაფერისი,”- წერს მარიამ კუბლაშვილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 26 ნოემბერს შალვა თადუმაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
ის პოლიციის პოლკოვნიკმა, თეიმურაზ კუპატაძემ ჩაანაცვლა, რომელიც მანამდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა







