ფონიჭალაში, კორპუსის აფეთქების შედეგად დაღუპული ჯაბა საყევარაშვილი დღეს, მამისეულ სოფელ კუმისში დაკრძალეს.
გარდაცვლილის მეგობარმა ბაიკერებმა ის უკანასკნელ გზაზე მსვლელობით გააცილეს.
ჯაბას გარდაცვალებას სოციალურ ქსელში მისი ძმა გამოეხმაურა, რომელიც დაკრძალვის დღისთვის საგანგებოდ, ამერიკიდან ჩამოვიდა.
„- ღმერთო, რა შეგცოდე, რატომ წამართვი ჩემი ერთადერთი და განუმეორებელი ძმა, ჩემი მომღიმარი ვაჟკაცი. ჯაბა, ჩემო ძმაო, ერთად რამდენი ოცნება გვქონდა და რატომ მიმატოვე, რატომ დამტოვე, ძმაო ჩემო, გულის ტკივილო“,- დაწერა ჯეკო საყევარაშვილმა.
19 ნოემბერს ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიას, ჯამში, შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. კორპუსის აფეთქების შედეგად ნანგრევებში მოყოლილი ადამიანებიდან მხოლოდ 3 წლის თაია ფხალაძე გადარჩა, რომელიც კლინიკიდან უკვე გაწერეს.
ჯაბა საყევარაშვილი 28 წლის იყო. მას მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა







