Home ბლოგი თელავის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას შინაური ბინადარი ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ვალდებულების შესახებ აფრთხილებს

თელავის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას შინაური ბინადარი ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ვალდებულების შესახებ აფრთხილებს

თელავის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას შინაური ბინადარი ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ვალდებულების შესახებ აფრთხილებს.

მერიის ინფორმაციით, „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ძაღლებისა და კატების მეპატრონეებმა ცხოველები 2027 წლის 1 იანვრამდე უნდა დაარეგისტრირონ.

კანონის დარღვევისთვის შემდეგი ჯარიმებია დაწესებული:

ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ვალდებულების დარღვევა-1 500 ლარი.

ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ვალდებულების დარღვევა – 500 ლარი.

სტერილიზაციის/კასტრაციის მოთხოვნის დარღვევა – 1 500 ლარი.

მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს თანხმობის გარეშე ცხოველის გამრავლება – 3 000 ლარი.

მოსახლეობას შეუძლია ისარგებლოს უფასო სახელმწიფო პროგრამით, რომელიც პატრონიანი ძაღლების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციასა და ვაქცინაციას, ასევე ძუ ძაღლების სტერილიზაციას ითვალისწინებს.

პროგრამა მოიცავს უპატრონო და მიკედლებული ძაღლების იდენტიფიკაციას, რეგისტრაციას, სტერილიზაცია/კასტრაციასა და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციასაც.

პროგრამას სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: 574 01 59 70.