გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ქვეყნის მასშტაბით ავტოგასამართ სადგურებზე საავტომობილო საწვავის ხარისხი შეამოწმა.
ლაბორატორიული კვლევის შედეგად, აღებული 111 სინჯიდან დარღვევა 14-ში გამოვლინდა.
უწყების ინფორმაციით, შემოწმების ფარგლებში ავტოგასამართი სადგურებიდან ბენზინის 34 და დიზელის საწვავის 77 სინჯი აიღეს.
კვლევამ აჩვენა, რომ დიზელის 12 სინჯში გოგირდის შემცველობა და აალების ტემპერატურა კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს არ შეესაბამებოდა.
ბენზინის ორ ნიმუშში კი ბენზოლის, არომატული ნახშირწყალბადებისა და ეთერების მოცულობითი წილის დასაშვებ ზღვარზე გადაჭარბება დაფიქსირდა.
სამართალდამრღვევების მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შედგა. ჯარიმების საერთო ოდენობა დაახლოებით 1 მილიონ 400 ათასი ლარია.
საქმის მასალები შემდგომი განხილვისთვის შესაბამის სასამართლოებს გადაეგზავნება







