პროექტ „ნიჭიერის“ აღმოჩენა გახდა თელაველი მომღერალი, ანასტასია კორნიენკო.
მისი შესრულება რუსთავი 2-ის პროექტში, ჟიურის წევრმა კახა გრიგალაშვილმა „ოქროს ღილაკით“ შეაფასა, რითაც კონკურსანტი ნახევარფინალის მონაწილე გახდა.
15 წლის ანასტასია ცნობილი მუსიკალური ოჯახის წარმომადგენელია. ის თელაველი მომღერლის, ანსამბლ „შემოძახილის“ სოლისტისა და ხელმძღვანელის, ვასილ კორნიენკოს ქალიშვილია.
ახალგაზრდა მომღერალს სცენაზე მამა გულშემატკივრობდა. გაირკვა, რომ გოგონა ცნობილი ქართველი მომღერლის, ლოტბარისა და სიმღერების ავტორის, ლელა თათარაიძის მოსწავლეა.
მან სცენაზე სწორედ თათარაიძის ცნობილი კომპოზიცია “გაგნისა გორი” შეასრულა







