შინაგან საქმეთა სამინისტრო:
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილების თანახმად, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ზღვარი 80-დან 100 დეციბალამდე გაიზარდა.
რეგულაციის შესაბამისად, დასახლებულ პუნქტებში, ღამის საათებში, 23:00-დან 08:00 საათამდე, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას წარმოქმნილი ხმაურის დონე 100 დეციბალს არ უნდა აღემატებოდეს. ხმაურის დონის მონიტორინგს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი დანაყოფები ახორციელებენ.







