გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყის სასაფლაოზე, ახალგაზრდა კაცის საფლავიდან მზის ენერგიაზე მომუშავე სანათები მოიპარეს.
ოჯახის წევრების თქმით, საფლავზე რამდენიმე სანათი იყო განთავსებული, თუმცა მოგვიანებით ადგილზე მისულებს აღარ დახვდათ.
ახლობლები იმედოვნებენ, რომ სანათების წაღების ფაქტს შესაბამისი უწყება შეისწავლის და ქურდობაში მონაწილე პირებს გამოავლენს.
მსგავსი შემთხვევები, ბოლო ხანს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაშიც დაფიქსირდა.














