Home ბლოგი საქართველოს მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან 500 000 ლარი გამოყო თელავისთვის

საქართველოს მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან 500 000 ლარი გამოყო თელავისთვის

საქართველოს მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან 500 000 ლარი გამოყო, რაც თელავში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას მოხმარდება.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, პლატონ კალმახელიძის ინფორმაციით, აღდგება თელავის ხევის მიმდებარედ დაზიანებული ინფრასტრუქტურა, რაც მოიცავს გზების, სკვერებისა და გარე განათების ქსელის რეაბილიტაციას.

თანხა ასევე მოხმარდება მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში სასმელი წყლის სათავე ნაგებობებისა და გამანაწილებელი ქსელის აღდგენას.

„- სამუშაოები ჩატარდება მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში, იმისათვის, რომ ქალაქად თუ სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას დავუბრუნოთ აღდგენილი, სრულყოფილი ინფრასტრუქტურა“, – თქვა კალმახელიძემ.

შეგახსენებთ, 12 ივლისს თელავის მუნიციპალიტეტში წყალდიდობის შედეგად, განადგურდა ინფრასტრუქტურა, დაზიანდა წყლის სათავე-ნაგებობები. დაიტბორა მაღალსართულიანი კორპუსებისა და სხვადასხვა ობიექტების 1 სართულები.