Home ბლოგი ახმეტის მუნიციპალიტეტში ზემო და ქვემო ალვანის მოსახლეობის ნაწილი გზაჯვარედინებზე უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას...

ახმეტის მუნიციპალიტეტში ზემო და ქვემო ალვანის მოსახლეობის ნაწილი გზაჯვარედინებზე უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას ითხოვს

ახმეტის მუნიციპალიტეტში, ზემო და ქვემო ალვანის მოსახლეობის ნაწილი გზაჯვარედინებზე უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას ითხოვს.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, გზაჯვარედინებზე მძღოლები მეორეხარისხოვანი გზებიდან მთავარზე მაღალი სიჩქარით გამოდიან, რაც ავარიების რისკს ზრდის.

მათი განცხადებით, მსგავს შემთხვევებს უკვე არაერთხელ ჰქონდა ადგილი და საფრთხე ექმნებათ როგორც მძღოლებს, ისე ქვეითებს.

„ბოლოს და ბოლოს, არ უნდა გაკეთდეს გზაჯვარედინებში ბუგორები? მაინცდამაინც ვიღაცა უნდა ემსხვერპლოს ამ ყრუ-მიჯნებიდან გამოვარდნილ მანქანებს? უცხო მძღოლებს ჰგონიათ, რომ მოძრაობენ მთავარ გზაზე და ხდება ავარიები. რა გახდა ბუგორი და გამაფრთხილებელი ნიშნები?“- წერს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მოსახლეობა შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, შეისწავლონ პრობლემური მონაკვეთები და განიხილონ გზაჯვარედინებზე უსაფრთხოების დამატებითი ზომები, მათ შორის, გამაფრთხილებელი ნიშნებისა და სიჩქარის შემზღუდველი საშუალებების მოწყობის საკითხი.