სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ანაგაში, კიკილაშვილების ოჯახს მსხმოიარე ვენახის ნაწილი გადაუჭრეს.
ფოტოებს ოჯახის წევრი სოციალურ ქსელში ავრცელებს და მომხდარ ფაქტს ეხმაურება.
„ვინც ეს გააკეთა, რა ჰქვია ამას?“- წერს მფლობელი.
ფოტოებში ჩანს, რომ ვენახის ნაწილი გადაჭრილი და დაზიანებულია.
ამ ეტაპზე უცნობია, ვინ და რა მიზეზით გაანადგურა ვენახი.














