ქალაქ თელავის N1 საჯარო სკოლა კურსდამთავრებულს, გიორგი კევლიშვილს დაემშვიდობა
სკოლის ადმინისტრაციამ სამძიმარი სოციალურ ქსელში გაავრცელა.
“სსიპ მეფე ერეკლე II-ის სახელობის ქალაქ თელავის N1 საჯარო სკოლა მწუხარევას გამოთქვამს კურსდამთავრებულის, გიორგი კევლიშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.”- წერია განცხადებაში.
არსებული ინფორმაციით, კევლიშვილი რამდენიმე დღის წინ, სავარაუდოდ თრომბით გარდაიცვალა.





















