Home ბლოგი აზიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქორეოგრაფი გურჯაანს ეწვევა

აზიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქორეოგრაფი გურჯაანს ეწვევა

აზიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქორეოგრაფი გურჯაანს ეწვევა

16 ივნისს, გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრი საერთაშორისო მნიშვნელობის კულტურულ ღონისძიებას უმასპინძლებს.

მოძრაობის, ფიზიკური და ცეკვის თეატრის მეექვსე საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, გურჯაანში სპექტაკლი „უსასრულო“ (Neverending) გაიმართება.

ღონისძიების განსაკუთრებული სტუმარი იქნება ვილი ცაო, ჩინური თანამედროვე ცეკვის ერთ-ერთი ფუძემდებელი და აზიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქორეოგრაფი.

ის სპექტაკლს ქორეოგრაფიულ დასთან- BeijingDance/LDTX ერთად წარმოადგენს.

წარმოდგენა 16:00 საათზე დაიწყება და 1 საათს გაგრძელდება. დასწრება თავისუფალია, მოსაწვევების მიღება კი გურჯაანის კულტურის ცენტრის სალაროში 10:00დან 17:00 საათამდეა შესაძლებელი.

სპექტაკლი თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში ტექნოლოგიების, დროისა და სივრცის ცვლილებების, მუდმივი კავშირისა და განმეორებადი ციკლების გავლენას იკვლევს.

ავტორების განმარტებით, „უსასრულო“ ადამიანის არსებობის სირთულეების პოეტური ინტერპრეტაციაა, რომელიც მაყურებელს საკუთარი მდგომარეობისა და თანამედროვე რეალობის გააზრების შესაძლებლობას აძლევს.