Home ბლოგი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედში რუსეთ-უკრაინის ომის მონაწილე გარდაცვლილი იპოვეს

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედში რუსეთ-უკრაინის ომის მონაწილე გარდაცვლილი იპოვეს

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედში რუსეთ-უკრაინის ომის მონაწილე, გარდაცვლილი იპოვეს

არსებული ინფორმაციით, 44 წლის კაცს ოჯახის კუთვნილ სამეურნეო-სათივე ნაგებობაში მიაკვლიეს.

როგორც გამოცემას „მთავარი ამბები კახეთიდან“ ადგილობრივებმა უთხრეს, მამაკაცი რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობდა და სოფელში რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა.

მომხდარზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

სამართალდამცავები გარდაცვალების ზუსტ გარემოებებს სწავლობენ.