Home ბლოგი რომელი პროდუქტები გაძვირდა საქართველოში

რომელი პროდუქტები გაძვირდა საქართველოში

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში რიგ პროდუქტებზე ფასები გაიზარდა

საქსტატის ინფორმაციით, ხორცი 10.1%-ით გაძვირდა, თევზეულისა და ზღვის პროდუქტების ფასმა კი 20.9%-ით მოიმატა. 7.0%-ით გაიზარდა პურისა და პურპროდუქტების ღირებულება, 6.5%-ით – ხილისა და ყურძნის, 6.1%-ით – ზეთისა და ცხიმის, ხოლო 6.0%-ით – შაქრის, ჯემისა და სხვა ტკბილეულის ფასი. 5.4%-ით გაძვირდა ყავა, ჩაი და კაკაო, რძის, ყველისა და კვერცხის ფასმა კი 4.1%-ით მოიმატა.

7.0%-ით შემცირდა ბოსტნეულისა და ბაღჩეულის ქვეჯგუფის ფასები.

აღნიშნულ მონაცემებთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სურსათზე ფასები მთლიანობაში შემცირებულია.

„- საქსტატის სტატისტიკაში, რომელიც გამოქვეყნდა, წერია, რომ ფასები შემცირდა. არ ვიცი, როგორ გაიზარდა, როდესაც შემცირდა. სურსათზე ფასები შემცირდა. ცალკეულ პროდუქტზე შეიძლება იყოს ზოგან მატება, ზოგან კლება, მაგრამ რაც შეეხება საერთო სტატისტიკას სურსათთან დაკავშირებით, ფასები შემცირდა. ესეც კარგია. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ტენდენციაა ბოლო ორი თუ სამი თვის განმავლობაში, რომ სურსათზე ფასები მთლიანობაში იკლებს. რაღაც პროდუქტზე შეიძლება მოიმატოს სეზონურობიდან გამომდინარე, მაგრამ სურსათზე იკლებს. ამაში ჩვენ ვხედავთ საქართველოს მთავრობის და პარლამენტის მუშაობის შედეგსაც“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.