მორიგი ყალბი SMS-ები ჯარიმების შესახებ – მოქალაქეების ნაწილმა უცხოური ნომრიდან მოკლე ტექსტური შეტყობინება მიიღო, რომელიც თითქოს საგზაო მოძრაობის მართვის ორგანოს სახელით იგზავნება და ჯარიმის გადახდას ითხოვს.
შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ ავტომობილი სიჩქარის გადაჭარბების ან არასწორი პარკირების გამო დაფიქსირდა, ხოლო მოქალაქეებს მითითებულ ბმულზე გადასვლისა და თანხის გადახდისკენ მოუწოდებენ.
გამოცემა „მთავარი ამბები კახეთიდან“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში განმარტეს, რომ მსგავსი შეტყობინებები რეალობას არ შეესაბამება და მორიგი თაღლითური სქემის ნაწილია.
მსგავსი შემთხვევების გამო, საპატრულო პოლიციამ მოქალაქეებისთვის სპეციალური გაფრთხილება ერთხელ უკვე გაავრცელა





















