Home ბლოგი ქვემო ხოდაშენში სკოლის მასწავლებელი გარდაიცვალა

ქვემო ხოდაშენში სკოლის მასწავლებელი გარდაიცვალა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენის საჯარო სკოლა დაწყებითი კლასების პედაგოგის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

სკოლის ადმინისტრაციის განცხადებით, ჟუჟუნა გაფრინდაშვილი წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა პედაგოგიურ საქმიანობას და არაერთი თაობის აღზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

„მისი ერთგული შრომა, სიყვარული მოსწავლეების მიმართ და ადამიანური სითბო სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში. სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახს, ნათესავებსა და ყველა ახლობელს”, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.