გურჯაანში „ჩემო კარგო ქვეყანავ-კახეთის“ ფარგლებში კონცერტი გაიმართა
ის სამუსიკო სკოლაში კულტურის სამინისტროს, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.
ღონისძიებაში ანსამბლები „დიდგორი“ და „გურჯაანი“ მონაწილეობდნენ.
ღონისძიებას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ვაჟა ბენაშვილი დაესწრო.
ორგანიზატორების ინფორმაციით, კონცერტი ქართული ხალხური სიმღერის პოპულარიზაციასა და ფოლკლორული ტრადიციების წარმოჩენას ემსახურება





















