“არ ვიცი საიდან დავიწყო.. სამწუხაროა, რომში ამ დილას გარდაიცვალა ემიგრანტი.. უფალმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული. ვუსამძიმრებ ოჯახს და ემიგრანტებს ამ მძიმე განსაცდელს,” – წერს ერთ-ერთი ემიგრანტი სოციალურ ქსელში.
არსებული ინფორმაციით, იტალიის დედაქალაქ რომში, გუშინ დილით, ქარველი ემიგრანტი, ირინა ბობოხიძე გარდაცვლილი ნახეს.
ის რამდენიმე წელია რომში სამუშაოდ იმყოფება. გავრცელებული ვერსიით, ქალი გულის შეტევით დაიღუპა.





















