სამების საკათედრო ტაძარში, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უნდა აირჩიონ, მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება ოფიციალურად გაიხსნა
კრებას დაახლოებით 1200 დელეგატი ესწრება. რეგისტრაციისა და ორგანიზაციული პროცედურების შემდეგ სხდომა დღის წესრიგით გაგრძელდა.
დაგეგმილია სიტყვით გამოსვლები, სადაც კანდიდატებს 5-წუთიანი, ხოლო დელეგატებს 3-წუთიანი რეგლამენტით ექნებათ პოზიციების დაფიქსირების შესაძლებლობა.
კენჭისყრის წესით, ბიულეტენში წარმოდგენილია სამი კანდიდატი. გამარჯვებისთვის საჭიროა ხმების 50% +1-ის მიღება, წინააღმდეგ შემთხვევაში მეორე ტური გაიმართება ორ საუკეთესო ხმის მქონე კანდიდატს შორის.
შედეგები დღესვე გახდება ცნობილი, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე, მეუფე ანანია გამოაცხადებს.
უსაფრთხოების მიზნით, ტაძრის ტერიტორიაზე მკაცრი რეგულაციები მოქმედებს. შიგნით შესვლა მხოლოდ წინასწარ შედგენილი სიებითაა შესაძლებელი, ხოლო ეზოში მოქალაქეებს თავისუფლად შეუძლიათ ყოფნა. ტაძარში მყოფ პირებს მობილური ტელეფონები გარეთ დაატოვებინეს.
კენჭისყრის პროცესი დახურულ რეჟიმში ჩატარდება.
გადაადგილების შეზღუდვები მოქმედებს ტაძრის მიმდებარე ქუჩებზე, ხოლო სპეციალური სატრანსპორტო სერვისი უზრუნველყოფს დელეგატებისა და სტუმრების გადაადგილებას.
კენჭისყრაში წარმოდგენილია სამი კანდიდატი: მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) და მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).
კრების მონაწილეებს თავდაპირველად მეუფე შიომ მიმართა





















