ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში „მერის ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს“ წევრთა შერჩევის მიზნით, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის ილია მზექალაშვილის ხელმძღვანელობით ახალგაზრდებთან გასაუბრება გაიმართა.
საბჭოს წევრობის მსურველთაგან შეირჩევა 15 საუკეთესო და აქტიური წევრი, რომლებიც საბჭოს მუშაობაში აქტიურად ჩაერთვებიან.
საბჭოს მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების ჩართულობას ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.





















