Home ბლოგი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული მამაკაცი 36 წლის არსენა მარტაშვილია

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული მამაკაცი 36 წლის არსენა მარტაშვილია

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული მამაკაცი 36 წლის არსენა მარტაშვილია

ადგილობრივების ცნობით, ის კაცმა, რომელიც მეზობელი სოფლიდან არის, საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან ვენახის მიმართულებით გაიყვანა და ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევას წინ უძღოდა რამდენიმე დღის წინ მხარეებს შორის მომხდარი კონფლიქტი, რაც ავტომობილით სიგნალის მიცემისა და შესაძლო დაჯახების ფაქტს უკავშირდებოდა.

მარტაშვილი წლების განმავლობაში საზღვარგარეთ ცხოვრობდა და მუშაობდა. სოფელში კი რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა.

მას ცოლი და ორი შვილი დარჩა. მისი მეუღლე კარდენახის საჯარო სკოლის მანდატურია.

პოლიციამ 36 წლის კაცი დააკავა, რომელიც მკვლელობის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიება მას ორი მუხლით ედავება, დანაშაული 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.