ყვარლის მუნიციპალიტეტში სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს მერის მოადგილეები, ოთარ ბუჯიაშვილი და დავით ქანდაურიშვილი შეხვდნენ.
მხარეებმა სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების პროცესში მიღწეული პროგრესი და არსებული გამოწვევები განიხილეს.
სააგენტოს წარმომადგენლებმა მზაობა გამოთქვეს, რომ მომავალში ერთობლივი მუშაობა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლების მიმართულებით კიდევ უფრო გაძლიერდეს.





















