გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი ვაზისუბნის, შაშიანის, კალაურის, ვაჩნაძიანის და კახიფარის მოსახლეობას შეხვდა
შეხვედრაზე ადგილობრივების საჭიროებებზე ისაუბრეს და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
ადგილზე იმყოფებოდნენ საქართველოს მელიორაციის წარმომადგენლები, რომლებმაც მოსახლეობას სარწყავი სისტემების მოსაწყობად დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სარწყავი არხების ხელმისაწვდომობას ყველა სოფელში და სოფლის მეურნეობის მიმართულებით საჭირო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.
გიორგი მაჭავარიანმა პრიორიტეტული საკითხების დროულად გადაჭრის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.





















