ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯალაში 2024 წლის საუკეთესო მასწავლებლად დასახელებული პედაგოგი გარდაიცვალა
გეოგრაფიის პედაგოგს, მირქაზიმ მირგაფაროვს წლების განმავლობაში არაერთი თაობა ჰყავს გამოზრდილი.
ახლობლების ინფორმაციით, მას ბოლო ხანს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა.
2024 წელს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ წლის საუკეთესო მასწავლებლად დაასახელა.
კოლეგები მწუხარებას გამოთქვამენ და გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებენ.





















