Home ბლოგი ტელეკომპანია “ფორმულას”ინფორმაციით არხის მაუწყებლობა მაყურებელთა ნაწილს დროებით შეუწყდა

ტელეკომპანია “ფორმულას”ინფორმაციით არხის მაუწყებლობა მაყურებელთა ნაწილს დროებით შეუწყდა

ტელეკომპანია “ფორმულას”ინფორმაციით, არხის მაუწყებლობა მაყურებელთა ნაწილს დროებით შეუწყდა

როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, მიზეზი კომპანია სტერეო პლიუსის მიმართ დავალიანება გახდა, რომელიც „ფორმულას“ ღია სიგნალით გავრცელებას უზრუნველყოფს იმ მომხმარებლებისთვის, ვისაც საკაბელო ტელევიზია არ აქვს და არხს ციფრული მულტიპლექსის საშუალებით იღებს.

მათივე თქმით, ხელმძღვანელობა მუშაობს ფინანსური რესურსების მობილიზებაზე, რათა მაუწყებლობა სრულად და დროულად აღდგეს.

მანამდე კი ტელეკომპანია მაყურებელს მიმართავს და აცხადებს, რომ პროცესის მხარდაჭერისთვის შესაძლებელია დონაციის განხორციელება:

📌 ანგარიშის ნომერი: GE32TB7843845067800005