Home ბლოგი ავტომობილის ქურდობის ბრალდებით თბილისში 14 წლის ბიჭი დააკავეს

ავტომობილის ქურდობის ბრალდებით თბილისში 14 წლის ბიჭი დააკავეს

ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, თბილისში 14 წლის ბიჭი დააკავეს

ის წარსულში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გატაცების 30 მდე ფაქტზე იყო მხილებული, მაშინ, როდესაც სამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს არ იყო მიღწეული.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული ფარულად, მოქალაქის კუთვნილ „ფორდის“ მარკის ავტომობილს დაეუფლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი დააკავეს და გატაცებული ავტომობილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.