ახმეტაში, ფარნაოზ ჩიკვილაძის სახელობის სპორტულ დარბაზში მუნიციპალიტეტის სკოლებს შორის სპორტული შეჯიბრი „მხიარული სტარტები“ გაიმართა
შეჯიბრში მუნიციპალიტეტის 7 საჯარო სკოლის გუნდი მონაწილეობდა. გამარჯვება მატნის მე-2 საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა.
მეორე ადგილზე დუისის საჯარო სკოლის გუნდი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი მაღრაანის საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა.
გამარჯვებულ გუნდებს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიისგან გარდამავალი თასი, მედლები და სიგელები გადაეცათ.
ღონისძიება ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა და მიზნად ისახავს მოზარდების ფიზიკურ აქტივობაში ჩართვასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.





















