Home ბლოგი ახმეტაში საცხენოსნო სეზონი გაიხსნა

ახმეტაში საცხენოსნო სეზონი გაიხსნა

ახმეტაში საცხენოსნო სეზონი გაიხსნა

ღონისძიება დოღით დაიწყო, რომელშიც ადგილობრივ კლუბთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა კუთხის საცხენოსნო კლუბები და ინდივიდუალური ცხენების მეპატრონეები მონაწილეობდნენ.

შეჯიბრი რამდენიმე კატეგორიაში გაიმართა. ორწლიან ცხენებში პირველი ადგილი ჩოხატაურის საცხენოსნო კლუბმა დაიკავა, ხოლო უფროსი ასაკის ცხენებსა და მარულაში გამარჯვება ახმეტის საცხენოსნო კლუბმა „ჯარჯიმ“ მოიპოვა.

ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი, ალექსი ფიცხელაური დაესწრო. ადგილზე იმყოფებოდნენ მერის მოადგილეები, სასულიერო პირები და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.