თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულის საჯარო სკოლის მოსწავლე KIU-ს მათემატიკის კონკურსის ფინალისტი გახდა
XIა კლასის მოსწავლემ, ბესო დეკანოზიშვილმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მათემატიკის კონკურსში “KIU Pi-Day Math Contest 2026“ მიიღო მონაწილეობა.
მან ფინალის საგზური ორი ონლაინ ტურის წარმატებით გავლის შემდეგ მოიპოვა.
ინფორმაციას პედაგოგი, ნინო სააკაშვილი ავრცელებს.





















